Sunday, November 29, 2015

საქართველო "ნიუ იორკ თაიმსის" აუცილებლად სანახავი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა

          "ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებული სტატია, საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ტურიზმს პოპულარიზაციას გაუწევს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ნიუ იორკ თაისმა" გამოაქვეყნა 50 ქვეყნის ჩამონათვალი, რომელიც 2015 წელს აუცილებლად უნდა მოინახულოს ტურისტმა.
"ამ ჩამონათვალში სასიხარულოა, ის, რომ საქართველო 25-ე ადგილზე მოხვდა. ასევე სასიხარულოა, რომ თვითონ სტატიაში არის მითითებული კონკრეტული ადგილები და კონკრეტული დასახელებები იმ ტურისტული ადგილების, სადაც აუცილებად უნდა მოხვდეს ტურისტი. "ნიუ იორკ თაიმსის" პრესტიჟულობა ყველასთვის კარგად ცნობილია და შესაბამისად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული სტატია პოპულარიზაციას გაუწევს ჩვენი ქვეყნის ტურიზმს და ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, ტურისტების რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ველოდებით 2015 წელს, განსაკუთრებით გაიზრდება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღვინის ტურიზმი განვითარდეს. 
"ნიუ იორკ თაიმსის" სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ღვინის დამზადების რამდენიმეწლიანი ტრადიციაა და საქართველო ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კარგი ღვინო დაამზადოს. 
"ნიუ იორკ თაიმსის" მიერ შედგენილი 2015 წელს სანახავი ქვეყნების ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ კუბა, ფილადელფია, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, ფარერის კუნძულები, მაკედონია, კოლუმბია, აშშ-ის რამდენიმე შტატი, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები. 


აქ კი გთავაზობთ ტურისტებში ყველაზე პოპულარულ კლიპს საქართველოს სესახებ


წყარო: interpressnews.ge

No comments:

Post a Comment