Sunday, November 29, 2015

კოჯრის სახლის მოჩვენება

  კოჯორში მდებარე ერთ-ერთ სახლში მომხდარ უცნაურობებზე იქაურები ბევრს საუბრობენ. ზოგიერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ საკუთარი თვალით უნახავს ამ სახლში მოჩვენებები. სახლის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, აქ ხშირად მიდიან ცნობისმოყვარე ადამიანები მთელი საქართველოდან. სახლს უცნაური ფორმა აქვს, კედლები ჩამონგრეულია, არ აქვს კარი, ფანჯრები, კედლებზე კი სხვადასხვა ჩანაწერებია დატოვებული: "დროზე გადი აქედან, თორემ სიკვდილი სანატრელი გაგიხდება!" "აქ ცხოვრობს მოჩვენება!" "სიკვდილს მალე ჩახედავ თვალებში" და ა.შ. კოჯრის მოსახლეობა ამ ადგილას ბავშვების გაშვებასაც ერიდება...
უფრო ვრცლად სიუჟეტიდან 



წყარო: ambebi.ge

საქართველო "ნიუ იორკ თაიმსის" აუცილებლად სანახავი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა

          "ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებული სტატია, საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ტურიზმს პოპულარიზაციას გაუწევს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ნიუ იორკ თაისმა" გამოაქვეყნა 50 ქვეყნის ჩამონათვალი, რომელიც 2015 წელს აუცილებლად უნდა მოინახულოს ტურისტმა.
"ამ ჩამონათვალში სასიხარულოა, ის, რომ საქართველო 25-ე ადგილზე მოხვდა. ასევე სასიხარულოა, რომ თვითონ სტატიაში არის მითითებული კონკრეტული ადგილები და კონკრეტული დასახელებები იმ ტურისტული ადგილების, სადაც აუცილებად უნდა მოხვდეს ტურისტი. "ნიუ იორკ თაიმსის" პრესტიჟულობა ყველასთვის კარგად ცნობილია და შესაბამისად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული სტატია პოპულარიზაციას გაუწევს ჩვენი ქვეყნის ტურიზმს და ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, ტურისტების რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ველოდებით 2015 წელს, განსაკუთრებით გაიზრდება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღვინის ტურიზმი განვითარდეს. 
"ნიუ იორკ თაიმსის" სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ღვინის დამზადების რამდენიმეწლიანი ტრადიციაა და საქართველო ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კარგი ღვინო დაამზადოს. 
"ნიუ იორკ თაიმსის" მიერ შედგენილი 2015 წელს სანახავი ქვეყნების ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ კუბა, ფილადელფია, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, ფარერის კუნძულები, მაკედონია, კოლუმბია, აშშ-ის რამდენიმე შტატი, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები. 


აქ კი გთავაზობთ ტურისტებში ყველაზე პოპულარულ კლიპს საქართველოს სესახებ


წყარო: interpressnews.ge

Wednesday, November 25, 2015

ვინ არიან ინდიგო ბავშვები

ვინ არიან  ინდიგოები და რა აქცევთ მათ სხვებისგან გამორჩეულ ბავშვებად.
 მითია თუ რეალობა,არსებობს მოსაზრება,რომ ინდიგო
 ბავშვი უცხოპლანეტელთან შერწყმით იბადება, ღვთის საჩუქარია და ადამიანის ბუნებრივი მუტაციაა.
ინდიგოს ბავშვები ფლობენ ახალ, უჩვეულო ფსიქოლოგიურ თვისებებსა და ტენდენციებს. ამ ბავშვების აზროვნების პროცესი და საერთოდ ხასიათი არის განსხვავებული და ამავ დროულად საკმაოდ პრინციპულიც. შეიძლება ჟღერდეს დაუჯერებლად,მაგრამ მათ შეუძლიათ სხვისი აზრების კითხვა, შესწევთ უნარი, მიიღონ ინფორმაცია იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც მრავალი ათასი კილომტრის იქით ხდება, იმსჯელონ სამყაროს ბედზე, მოგვითხრონ წარსული ცხოვრების შესახებ.
 მათ არ სჭირდებათ “ცდისა და შეცდომის” გზის გავლა – ისინი ქვეცნობიერად ირჩევენ სწორ გზას, რომელიც ჩვენ შესაძლოა უცნაურად მოგვეჩვენოს. ისინი უარყოფენ წესებს. ეს ბავშვები საკმაოდ თვითმყოფადები არიან, აქვთ მბრძანებლური ხასიათი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა. ვერ იტანენ, როდესაც მათ მბრძანებლობენ და მითითებებს აძლევენ.მეტისმეტად თანაუგრძნობენ გარშემომყოფებს, ან პირიქით – საერთოდ გულგრილნი არიან.


  მკვლევარებს ასევე მიაჩნიათ, რომ ინდიგო ბავშვებს ე. წ. ADHD (ეი-დი-ეიჩ-დი) სინდრომი აქვთ, რაც განვითარებად მოშლილობას გულისხმობს, რომელსაც ახასიათებს უყურადღებობა, ანუ ყურადღების გაფანტვა,მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მტკიცებით, ეს ყოველივე ზოგადად, გენიოსების უმეტესობას ახასიათებს.

ინდიგო ბავშვი ამოუცნობი და საინტერესო ფენომენია,რომელიც ადამიანის ცნობიერებას მნიშვნელოვანი ნაბიჯით უსწრებს.ისინი ხომ 
ამ სამყაროში უკვე ჩამოყალიბებული შეგრძნებებით მოევლინენ.