Friday, January 29, 2016

ისტორიის ბისექსუალი ქალღმერთი — ფრიდა კალო

   
მექსიკელი მხატვარი — მაგდალენა კარმენ ფრიდა კალო ი კალდერონი 1907 წლის ერთ მშვენიერ დღეს კოიოაკანში დაიბადა. მისი ცხოვრება და შემოქმედება ერთგვარი გამოხატულებაა დაუდეგარი, რევოლუციური ფანტაზიისა და იდეისა – შეცვალოს სამყარო; ფრიდა კალო სულით ხორცამდე ,,მგრძნობიარე რევოლუციაა’’ ფილოსოფიისა, სიყვარულისა და ვნებისა. ბობოქარი ფრძნობებით შეპყრობილი ქალიშვილი 22 წლის ასაკში ოცი წლით უფროს მექსიკელ მხატვარსა და ფერმწერ, დიეგო რივერაზე ქორწინდება.
მათ შორის ჩნდება ვნებიანი და დაუცხრომელი ურთიერთობა, რომელიც უძლებს ღალატს, ფრიდას ლესბოსურ თავგადასავლებს, შემოქმედებით ზეწოლას, განქორწინებას, მეორედ ქორწინებას, ფრიდას სნეულებასა და უშვილობას.
"ჩემს ცხოვრებაში ორი საბედისწერო შემთხვევა მოხდა: ერთხელ, როცა ავტობუსისა და ტრამვაის შეჯახებისას მიწაზე დავენარცხე და ხეიბრად ვიქეცი, მეორედ, როცა დიეგო რივერას შევხვდი და ემოციურად გამოვცარიელდი", — განაცხადა ერთხელ ფრიდა კალომ.
ფრიდას 143 ნამუშევრიდან 55 ავტოპორტრეტია. შეკითხვაზე, თუ რატომ ქმნიდა ამდენ ავტოპორტრეტს, ფრიდა პასუხობდა: "მე ჩემს თავს ვხატავ, რადგან ყოველთვის მარტო ვარ, საკუთარი თავი კი ჩემთვის ყველაზე ნაცნობი თემაა". მისი მოქმედებაც წარმოსახულ კარნავალში მტანჯველი ტკივილებით აღსავსე პოეტურ-პოლიტიკური ნაშრომია.
ფრიდას შემოქმედების სიურრეალისტური ობიექტურობა "მკვახეა და საოცრად ნაზი, რკინასავით მედგარი და პეპელასავით ფარფატა, პირმცინარი, სიღრმისეული და ცხოვრებასავით სასტიკი და დაუნდობელი", — ასე შეაფასა ფრიდა კალოს შემოქმედება დიეგო რივერამ. ხშირად ფრიდას ნამუშევრებს სიურრეალისტურად მოიხსენიებენ, თუმცა თავად ხელოვანი უარყოფდა ამგვარ კლასიფიკაციას: "ფიქრობენ, რომ მე სიურრეალისტი ვარ, რაც არასწორია; საკუთარ ფანტაზიებს არასდროს ვხატავ. ვხატავ საკუთარ რეალობას". 1953 წელს მექსიკაში გამართულ გამოფენაზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა კრიტიკოსმა განაცხადა: "შეუძლებელია ამ ექსტრაორდინალური პიროვნების შემოქმედება და ცხოვრება ერთმანეთისაგან გამიჯნო. მისი ტილოები მისივე ბიოგრაფიაა”.
ფრიდა კალო და დიეგო რივერა მექსიკის კომუნისტური პარტიის აქტივისტები იყვნენ. 1954 წელს ფრიდა უკანასკნელად გამოჩნდა კომუნისტთა მანიფესტაციაზე. ამავე წლის 13 ივლისს კი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფრიდამ დაიბარა: "დაწვით ჩემი სხეული… არ მინდა დამკრძალონ, ისედაც დიდი ხანია მწოლიარე ვარ… უბრალოდ დაწვით ჩემი სხეული!”
ისტორიის ფურცლებზე სამუდამოდ აღიბეჭდა ეს ექსტრაორდინალური ქალღმერთი, ტეკილასა და უკბილო ხუმრობების მოყვარული, ბისექსუალი, რომელიც ჩინებულ, აბორიგენული სტილის კაბებში გამოწყობილი კოჭლობით დასეირნობდა ბოჰემურ ბაღში და პომპეზურ წვეულებებს უმართავდა ლევ ტროცკის, ჩილელ პოეტს — პაბლო ნერუდას, ნელსონ როკფელერსა და რასაკვირველია, მეუღლეს — დიეგო რივერას.
 
ფრიდას გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე დიეგო რივერამ მათი საცხოვრებელი სახლი მექსიკის მთავრობას გადასცა. 1958 წლის 12 ივლისს კი ეს სახლი სახელწოდებით — "Casa Azul" (,,ლაჟვარდისფერი სახლი’’) ოფიციალურად ფრიდა კალოს სახლ-მუზეუმად იქცა.

ყველაზე ცნობილი სადისტი მკვლელი ქალი

   ვერა რენცი ერთე-ერთია იმ რამდენიმე ყველაზე გახმაურებულ შემზარავ სადისტ- მკვლელ ქალებს შორის, რომლებმაც თავის სისასტიკით შესძრეს მსოფლიო და აყვანილი იქნენ სამართალდამცავების მიერ.

     ამ ქალბატონმა 1920-30 წლებში მოკლა ქმარი, 32 საყვარელი და ბოლოს თავის ერთადერთი შვილი.პირველად ქმარი მოწამლა ეჭვიანობის ნიადაგზე და ხმა გაავრცელა, რომ თითქოს მისმა ქმარმა მოულოდნელად მიატოვა.
ამის შემდეგ სახლში მოყავდა მამაკაცები, წამლავდა მათ თაგვის საწამლავით, შემდეგ მიცვალებულები სარდაფში ჩაჰქონდა და იქ ალაგებდა.

იგი ხშირად ჩადიოდა სარდაფში, საათობით იჯდა და მიცვალებულებს "ესაუბრებოდა", როცა მისმა ერთადერთმა ვაჟმა შემთხვევით გაიგო ამის შესახებ, ისიც მოკლა.
საქმე მას შემდეგ გაიხსნა, როცა ერთ-ერთმა ქალმა ქმრის ძებნა დაიწყო და დარწმუნებული იყო, რომ ბოლოს ვერა რენცთან იყო შესული.
მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა და ციხეშივე გარდაიცვალა.

წყარო: intermedia.ge

ლოხ-ნესური ურჩხული


   წლების განმავლობაში ცდილობდნენ მეცნიერები დაედგინათ თუ რას წარმოადგენდა "ლოხ-ნესურ ურჩხულად" წოდებული ცხოველი, რომელიც მრავალი მოსაზრების თანახმად არის წყლის გველი, ან რომელიმე დინოზავრის შთამომავალი, რომელიც დღემდე ბინადრობს შოტლანდიი ტბა ლოხ-ნესში.



ვრცლად ამ თემაზე იხილეთ საგამოძიებო ვიდეო





Sunday, November 29, 2015

კოჯრის სახლის მოჩვენება

  კოჯორში მდებარე ერთ-ერთ სახლში მომხდარ უცნაურობებზე იქაურები ბევრს საუბრობენ. ზოგიერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ საკუთარი თვალით უნახავს ამ სახლში მოჩვენებები. სახლის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, აქ ხშირად მიდიან ცნობისმოყვარე ადამიანები მთელი საქართველოდან. სახლს უცნაური ფორმა აქვს, კედლები ჩამონგრეულია, არ აქვს კარი, ფანჯრები, კედლებზე კი სხვადასხვა ჩანაწერებია დატოვებული: "დროზე გადი აქედან, თორემ სიკვდილი სანატრელი გაგიხდება!" "აქ ცხოვრობს მოჩვენება!" "სიკვდილს მალე ჩახედავ თვალებში" და ა.შ. კოჯრის მოსახლეობა ამ ადგილას ბავშვების გაშვებასაც ერიდება...
უფრო ვრცლად სიუჟეტიდან 



წყარო: ambebi.ge

საქართველო "ნიუ იორკ თაიმსის" აუცილებლად სანახავი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა

          "ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებული სტატია, საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ტურიზმს პოპულარიზაციას გაუწევს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ნიუ იორკ თაისმა" გამოაქვეყნა 50 ქვეყნის ჩამონათვალი, რომელიც 2015 წელს აუცილებლად უნდა მოინახულოს ტურისტმა.
"ამ ჩამონათვალში სასიხარულოა, ის, რომ საქართველო 25-ე ადგილზე მოხვდა. ასევე სასიხარულოა, რომ თვითონ სტატიაში არის მითითებული კონკრეტული ადგილები და კონკრეტული დასახელებები იმ ტურისტული ადგილების, სადაც აუცილებად უნდა მოხვდეს ტურისტი. "ნიუ იორკ თაიმსის" პრესტიჟულობა ყველასთვის კარგად ცნობილია და შესაბამისად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული სტატია პოპულარიზაციას გაუწევს ჩვენი ქვეყნის ტურიზმს და ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, ტურისტების რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ველოდებით 2015 წელს, განსაკუთრებით გაიზრდება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღვინის ტურიზმი განვითარდეს. 
"ნიუ იორკ თაიმსის" სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ღვინის დამზადების რამდენიმეწლიანი ტრადიციაა და საქართველო ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კარგი ღვინო დაამზადოს. 
"ნიუ იორკ თაიმსის" მიერ შედგენილი 2015 წელს სანახავი ქვეყნების ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ კუბა, ფილადელფია, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, ფარერის კუნძულები, მაკედონია, კოლუმბია, აშშ-ის რამდენიმე შტატი, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები. 


აქ კი გთავაზობთ ტურისტებში ყველაზე პოპულარულ კლიპს საქართველოს სესახებ


წყარო: interpressnews.ge

Wednesday, November 25, 2015

ვინ არიან ინდიგო ბავშვები

ვინ არიან  ინდიგოები და რა აქცევთ მათ სხვებისგან გამორჩეულ ბავშვებად.
 მითია თუ რეალობა,არსებობს მოსაზრება,რომ ინდიგო
 ბავშვი უცხოპლანეტელთან შერწყმით იბადება, ღვთის საჩუქარია და ადამიანის ბუნებრივი მუტაციაა.
ინდიგოს ბავშვები ფლობენ ახალ, უჩვეულო ფსიქოლოგიურ თვისებებსა და ტენდენციებს. ამ ბავშვების აზროვნების პროცესი და საერთოდ ხასიათი არის განსხვავებული და ამავ დროულად საკმაოდ პრინციპულიც. შეიძლება ჟღერდეს დაუჯერებლად,მაგრამ მათ შეუძლიათ სხვისი აზრების კითხვა, შესწევთ უნარი, მიიღონ ინფორმაცია იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც მრავალი ათასი კილომტრის იქით ხდება, იმსჯელონ სამყაროს ბედზე, მოგვითხრონ წარსული ცხოვრების შესახებ.
 მათ არ სჭირდებათ “ცდისა და შეცდომის” გზის გავლა – ისინი ქვეცნობიერად ირჩევენ სწორ გზას, რომელიც ჩვენ შესაძლოა უცნაურად მოგვეჩვენოს. ისინი უარყოფენ წესებს. ეს ბავშვები საკმაოდ თვითმყოფადები არიან, აქვთ მბრძანებლური ხასიათი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა. ვერ იტანენ, როდესაც მათ მბრძანებლობენ და მითითებებს აძლევენ.მეტისმეტად თანაუგრძნობენ გარშემომყოფებს, ან პირიქით – საერთოდ გულგრილნი არიან.


  მკვლევარებს ასევე მიაჩნიათ, რომ ინდიგო ბავშვებს ე. წ. ADHD (ეი-დი-ეიჩ-დი) სინდრომი აქვთ, რაც განვითარებად მოშლილობას გულისხმობს, რომელსაც ახასიათებს უყურადღებობა, ანუ ყურადღების გაფანტვა,მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მტკიცებით, ეს ყოველივე ზოგადად, გენიოსების უმეტესობას ახასიათებს.

ინდიგო ბავშვი ამოუცნობი და საინტერესო ფენომენია,რომელიც ადამიანის ცნობიერებას მნიშვნელოვანი ნაბიჯით უსწრებს.ისინი ხომ 
ამ სამყაროში უკვე ჩამოყალიბებული შეგრძნებებით მოევლინენ.